ვაშაძე – ყველაზე რეალისტური და ობიექტური იქნებოდა, თუ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა ექნებოდა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის გიორგი ვაშაძის განცხადებით, ყველაზე რეალისტური და ობიექტური იქნებოდა, თუ მიხეილ სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობა ექნებოდა.

„უნდა დაორგანიზდეს სასამართლოს მექანიზმი, ამ პროცესში უცხოელი მოსამართლეები უნდა ჩაერთონ და მიხეილ სააკაშვილს საკუთარი თავის მართლების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს. ყველაზე სწორი გამოსავალი ეს იქნებოდა. სხვა მექანიზმებს – გადავადებას, საზღვარგარეთ მკურნალობას თუ ა.შ. სჭირდება რაღაც პოლიტიკური შეთანხმება, რადგან ეს არ ხდება ჰაერიდან. თუ ასეთი დისკუსია დაიწყება, მზად ვართ, ამ პროცესში მონაწილეობა მივიღოთ“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი მიხეილ სააკაშვილს შეხვდება
შემდეგი სტატიასებასტიან მოლინეუსი – ძალიან მიხარია, რომ საქართველოში ბევრ, ძალიან მნიშვნელოვან რეფორმას ვხედავ