ვაშაძე აზარტულ თამაშებზე: რეალური სურვილია, ოპოზიციურ მედიებს შეუქმნან პრობლემები

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ აზარტული თამაშების შეზღუდვის კანონპროექტის რეალური მიზანი არა ლუდომანიასთან ბრძოლა, არამედ ოპოზიციური მედიებისთვის პრობლემების შექმნაა.

მომავალი წლიდან გარკვეული გამონაკლისების გარდა მედიაში აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალება. ტელეკომპანიების მიმართვის შემდეგ მმართველმა გუნდმა რეკლამის აკრძალვის ამოქმედება მარტამდე გადაწია. თუმცაღა ტელეკომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კანონის ამოქმედების ორი თვით გადაწევა ახალი სპონსორების მოძიებისთვის საკმარისი მაინც არაა და შეზღუდვის ამოქმედების ვადის შემოდგომამდე გადაწევას ითხოვენ.

“გულწრფელად მინდა საზოგადოებასაც ვუთხრა, რომ აქ იმის სურვილი კი არაა დღეს არსებული ხელისუფლების მხრიდან, რომ ბავშვებზე იზრუნონ, სამწუხაროდ, რეალური სურვილია, რომ რამენაირად ოპოზიციურ მედიას, მათ შორის, შეუქმნან პრობლემა. თვითონაც თანხმდებიან, რომ ყველაფერს ვერ შეზღუდავენ. რეკლამები მაინც იქნება სპორტული ღონისძიების დროს, ასევე, ინტერნეტრეკლამების თვალსაზრისით სერიოზული პრობლემები იქნება. იმის ნაცვლად, რომ უფრო სისტემურად მომხდარიყო ამაზე გადასვლა და მუშაობა, რომ ყველა მორგებოდა ახალ წესებს, დაჩქარებულად ხდება ამის მიღება”, – განაცხადა ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიგვარამია გორის ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს ხვდება
შემდეგი სტატიაიმნაძე: „ომიკრონის” ძირითადი ვერაგობა ისაა, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება, უამრავი ადამიანი ერთად გახდება ავად და საავადმყოფოებზე დაწოლა მოიმატებს