ვაშაძე – 22% ; ბაქრაძეს – 18%; ზურაბიშვილი – 15 % – Edison Research-ის კვლევა 1 თვით ადრე

რუსთავი2“-ის დაკვეთით, საერთაშორისო ორგანიზაცია Edison Research-მა საპრეზიდენტო არჩევნებამდე ზუსტად ერთი თვით ადრე კვლევა ჩაატარა

შეკითხვაზე – დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? პასუხები ასე გადანაწილდა:

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“-ს საპრეზიდენტო კანდიდატს გრიგოლ ვაშაძე ხმას 22% მისცემდა.

„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით ბაქრაძეს – 18%

„ქართული ოცნების“ მხარდაჭერილ დამოუკიდებელ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს ხმას არჩევნებზე გამოკითხულთა 15 % მისცემდა

„ლეიბორისტული“ პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს შალვა ნეთალაშვილს -8%

„შენების მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატს დავით უსუფაშვილს ხმას კვლევის მიხედვით 3%

„გირჩის” საპრეზიდენტო კანდიდატს ზურაბ ჯაფარიძეს ხვალ რომ არჩევნები იყოს ხმას კვლევის მიხედვით, 2% მისცემდა.

სხვა კანდიდატს – 7%

კითხვაზე არ ვიცი ან არ უპასუხა 25%-მა.

პირისპირ ინტერვიუს საფუძველზე 14-დან 23 სექტემბრის ჩათვლით სულ 3 000 რესპოდენტი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2%-ია. მთავარი მოგნება კი ასეთია:

banner
წინა სტატიაშისოხუმის დაცემიდან 25 წელი გავიდა
შემდეგი სტატია“საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური იქნება” – Edison Research-ის კვლევა