ვასაძე პრაიდის კვირეულის დროს თბილისში არ იქნება

ლევან ვასაძე, რომელიც პრაიდის კვირეულის ჩაშლით იმუქრებოდა, კვირეულის პერიოდში საქართველოში არ იქნება.

ვასაძე, რომელიც თურქეთში იმყოფება, ამის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას ასახელებს.

როგორც ის გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, დღეს სტამბოლიდან სამედიცინო კონსულტაციებისთვის ჩავა მოსკოვში, სადაც მას კარდიოლოგი ელოდება.

“დამთავრდა თურქეთში სამედიცინო კვლევები. სამწუხაროდ დაისვა, სავარაუდო, დიაგნოზი – საკმაოდ იშვიათი და რთული დაავადებისა გულზე. თუ ეს ასეა, ეს საჭიროებს დაუყოვნებლივ მკურნალობასა და შესაძლო ოპერაციას… პრაიდის კვირეულის დროს თბილისში სამწუხაროდ ვერ ვიქნები, რასაც ძაან ვნანობ და მწყინს. ჩემზე არ ინერვიულოთ და არ იდარდოთ”, – თქვა “ერის” ლიდერმა.

banner
წინა სტატიაშირესპუბლიკური: “ასტრაზენეკას” მაცივრებში პატარა ტემპერატურული გადახრა დაფიქსირდა
შემდეგი სტატიათამარ ჟვანიას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ