ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ მოსამართლე გამოიტანს სწორ გადაწყვეტილებას და გიორგი მამალაძეს სცნობს დამნაშავედ

ე.წ. ციანიდის საქმე დასკვნით ეტაპზეა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე სახელმწიფო ბრალდება დასკვნით სიტყვას ამბობს.

როგორც “ინტერპრესნიუსს” პროკურორმა ზვიად გუბელაძემ განუცხადა, გამოკვლეული მტკიცებულებებით სახელმწიფო ბრალდება დარწმუნებულია, რომ მოსამართლე დაარწმუნა დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალეულობაში.

“სასამართლოში ჩვენ წარვადგინეთ უტყუარი მტკიცებულებები, დავკითხეთ ასზე მეტი მოწმე, გამოვიკვლიეთ 10 ტომი წერილობითი მტკიცებულებები, მათ შორის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, ექსპერტიზის შედეგად აღდგენილი აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და სხვა სახის დოკუმენტები. ეს უტყუარი მტკიცებულებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მოსამართლე დავარწმუნეთ გიორგი მამალაძის ბრალეულობაში. შესაბამისად, საზოგადოებასაც ვარწმუნებთ, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლე გამოიტანს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და გიორგი მამალაძეს სცნობს დამნაშავედ როგორც ანგარებით მკვლელობის მომზადებაში, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა შენახვაში”, – განაცხადა გუბელაძემ.

პროცესი საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო.

banner
წინა სტატიაშითემურ ჯანაშია – დოქტორ დოტის დაკითხვაზე ინფორმაცია საერთოდ “ღადაობაა”
შემდეგი სტატიაავღანეთში დაღუპულ ქართველ სამხედროს დღეს დაკრძალევენ