ვარშავაში ბრენდული ჩანთების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ვარშავაში, ბრენდული ჩანთების ქურდობისთვის, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. როგორც ადგილობრივი მედია წერს, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა – პოლიციამ, ეჭვმიტანილი მოპარული ჩანთების ლომბარდში ჩაბარების მცდელობისას აიყვანა.

ირკვევა, რომ 35 წლის კაცი მოპარულ ჩანთებს მაისურის ქვეშ მალავდა. პოლიციამ ინფორმაცია მაღაზიის მოლარესთან გადაამოწმა. ვარშავის საოლქო პროკურორის მოთხოვნით, სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს განმეორებითი მოქმედების პირობებში, დაახლოებით 2 500 ლარის ღირებულების ქონების ქურდობისთვის 3-თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშიმიკოლაივში აფეთქებების ხმები ისმოდა, დაშავებულია 5 ადამიანი
შემდეგი სტატიანატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში დღეს ჩამოვა