მიკოლაივში აფეთქებების ხმები ისმოდა, დაშავებულია 5 ადამიანი

უკრაინის ქალაქ მიკოლაივში საჰაერო განგაში გამოცხადდა და აფეთქებების ხმები ისმოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ქალაქის მერის, ალექსანდრ სენკევიჩის ინფორმაციით, მიკოლაივში ორი აფეთქების ხმა გაისმა.

მოგვიანებით, მიკოლაივის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.

„ამჟამად არსებული ინფორმაციით, ასეთი მდგომარეობაა: დაზიანებულია ბევრი კერძო სახლი, ავტომობილები, დაშავებულია 5 ადამიანი. უფრო დეტალურ რიცხვებს მას შემდეგ შემოგთავაზებთ, რაც თავდასხმის ტერიტორიას შევამოწმებთ“, – აღნიშნა კიმმა.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა შესაძლოა, საჭირო გახდეს
შემდეგი სტატიავარშავაში ბრენდული ჩანთების ქურდობისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს