ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ.

დაკავებულია 23 წლის ახალგაზრდა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილში შუახნის მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

banner
წინა სტატიაში„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო„ თაიმერს“ უყვება რომ მმართველ გუნდში მართლაც იყო პატრიარქის შეცვლაზე საუბარი
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ვარკეთილში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი