„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო„ თაიმერს“ უყვება რომ მმართველ გუნდში მართლაც იყო პატრიარქის შეცვლაზე საუბარი

ციანიდის სკანდალი იმაზე უფრო სერიოზულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ამ ამბის უკან რომ ძალიან დიდი საიდუმლო და სიბინძურე იმალება, ეს ბოდბელი ეპისკოპოსის ბოლო სკანდალურმა განცხადებებმაც დაადასტურა.

26 ოქტომბერს ტვ პირველის ეთერში მეუფე იაკობის გაკეთებულმა სკანდალურმა განცხადებებმა ყველა შოკში ჩააგდო. ყველაზე მშვიდად ამ ამბავს საპატრიარქო შეხვდა. მეუფე იაკობმა თავად თქვა, რომ იმის შესახებ რაზეც მან ტვ პირველის ეთერში ისაუბრა, პატრიარქი საქმის კურსშია.

საპატრიარქოს მხრიდან პატრიარქის ქორეპისკოპოსის განცხადებას მალევე უნდა მოჰყოლოდა რეაგირება, მაგრამ იქ დუმილი ამჯობინეს. იქ ან ზედმეტ გართულებას ერიდებიან, ანდა ეთანხმებიან ქორეპისკოპოსს. დუმილი ხშირ შემთხვევაში თანხმობას ნიშნავს.

ხელისუფლება ცდილობს, რომ ეს თემა სერიოზულად არ იყოს აღქმული. არადა „თაიმერს“ ინფორმირებული წყარო უყვება, რომ ბოდბელ ეპისკოპოსს ამ სკანდალური შეხვედრის ამსახველი დოკუმენტებიც აქვს. თავად ქორეპისკოპოსმა განაცხადა, რომ მტკიცებულებები გააჩნია.

ჩვენი წყარო, რომელიც საპატრიარქოსთან დაახლოებული არის აცხადებს, რომ მაღალი იერარქიის სასულიერო პირებმა ამ სკანდალური ამბის შესახებ ადრევე იცოდნენ. მეუფე იაკობს მათთვის ეს ამბავი არ დაუმალია.

მღვდელმთავრების ნაწილს სჯერა მეუფე იაკობის, ნაწილს არა. ნაწილი მას დასანახად ვერ იტანს. ამის მიუხედავად ისინი მის წინააღმდეგ წასვლას ვერ გაბედავენ, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, რომელიც საპატრიარქოს ფინანსებს განაგებდა, მათზე ბევრი სკანდალური ინფორმაცია იცის.

ფინანსებთან დაკავშირებით საპატრიარქოში რომ პრობლემებია, ამაზე დეკანოზ გიორგი მამალაძეს არაერთი განცხადება აქვს გაკეთებული.

მმართველი პარტია გარეგნულად ცინიკურად ხვდება ამ სკანდალს, მაგრამ გულის სიღრმეში ყველა შეშინებულია. არავინ იცის რა მტკიცებულება აქვს მეუფე იაკობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა თავისი ემისრების მეშვეობით ცდილობენ გაარკვიონ, რა მტკიცებულებები უკავია ხელში ბოდბელ ეპისკოპოსს.

ეს ადამიანი სასულიერო პირისთვის დამახასიათებელი ლოგიკით არ გამოირჩევა, მაგრამ ის ასეთ სკანდალურ განცხადებებს მტკიცებულებების გარეშე არ აკეთებს.

„ოცნებასთან“ დაახლოებული წყარო„ თაიმერს“ უყვება რომ მმართველ გუნდში მართლაც იყო პატრიარქის შეცვლაზე საუბარი.

-პატრიარქის მკვლელობას არავინ აპირებდა, ეს გულში არავის გაუვლია, მაგრამ მის სავარაუდო შემცვლელზე მართლა მსჯელობდნენ. ეს იმ დროს მოხდა, როცა ილია მეორე ძალიან ცუდად იყო. არავინ იცოდა გადარჩებოდა თუ არა. მმართველი პარტია განიხილავდა, ვინ შეიძლებოდა გამხდარიყო პატრიარქი. მეუფე იაკობი სავარაუდოდ ერთ-ერთ ასეთ განხილვას დაესწრო. ვიმეორებ, პატრიარქის მოკვლას არავინ ფიქრობდა. ამას არავინ გაბედავდა, _ ამბობს ჩვენი წყარო.

ჩვენი წყარო გვიდასტურებს რომ ამ განხილვებში აქტიურად იყო ჩართული გიორგი კვირიკაშვილი. რომელსაც მაშინ პრემიერის პოსტი ეკავა.

კვირიკლაშვილთან დაკავშირებით სამი საინტერესო დეტალის გახსენება შეგვიძლია. როდესაც ციანიდის სკანდალი აგორდა, კვირიკაშვილი დაჟინებით ამბობდა, რომ ქვეყანა დიდ უბედურებას გადაურჩა. მან ფაქტიურად მოგვილოცა, რომ პატრიარქი სიკვდილისგან იხსნეს. არადა ამ დროს პროკურატურას მამა გიორგი მამალაძისთვის ბრალი შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობის ბრალდებით ჰქონდა წარდგენილი. მკრეხელობისთვის მოგვიტევეთ, მაგრამ შორენა თეთრუაშვილი პატრიარქი არასდროს ყოფილა. საპატრიარქოს არაფორმალური მმართველი ნამდვილად არის, ამ ტიტულს მას ვერავინ წაართმევს.

ციანიდის სკანდალიდან რამდენიმე პრემიერის პოსტზე მყოფი კვირიკაშვილი ბათუმში ჩადის და მეუფე დიმიტრის ხვდება. მეუფე დიმიტრიც გარეულია ციანიდის სკანდალში. შეხვედრის დეტალებს არავინ ახმაურებს. შეხვედრიდან რამდენიმე დღეში სოსო ოხანაშვილი საქართველოს ტოვებს. რომელსაც მანამდე ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა.

-სოსო ოხანაშვილი მეუფე დიმიტრის სიძე გახლავთ. ის რამდენიმე წლის მანძილზე იყო პატრიარქის დაცვის უფროსო. ციანიდის სკანდალის დროს ის რამდენიმე საათი დაკავებულიც კი იყო. როდესაც მამა გიორგი თბილისში დააკავეს. გერმანიაში ჩავიდა ანზორ ჩუბინიძე და სოსო ოხანაშვილს თბილისში წასვლა აიძულა.

როგორც ინფორმირებული წყარო გვიყვება,მისი დაკავება თითქმის გადაწყვეტილი იყო, მაგრამ მეუფე დიმიტრიმ დარეკა გერმანიიდან და თქვა, რომ პატრიარქი სოსო ოხანაშვილის გარეშე ოპერაციის გაკეთბას არ თანხმდებოდა. ცნობისათვის, ილია მეორე ძმისშვილის სიძეს ძალიან ენდობოდა.

თანამდებობიდან წასვლის შემ,დეგ კვირიკაშილი0 რამდენიმე ხნით მონასტერში წავიდა. მაშინ ერში ხუმრობდნენ, კვირიკაშვილი მოპარულ მილიონებს ინანიებსო. არადა ქართველ ჩინოსნებს მსგავსი რამე არასდროს მოუნანიებიათ.

სავარაუდოდ არც ეკლესია უთვლის მათ ამათ ცოდვად. დრომ გვაჩვენა, რომ რაც მეტს მოიპარავ მით მეტად ჩაიხუტებს გულში ეკლესია. ამის მაგალითი ვანო ჩხარტიშვილია. ჩვენი მშობლების და ბებია-ბაბუების ანაბრების მძარცველი დღეს საპატრიარქოსთან დაახლოებული პირია.

ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებაში ისიც მონაწილეობდა. მასთან დაკავშირებით ადრეც აქვს ქორეპისკოპოსს განცხადება გაკეთებული. მეუფემ ერთ-ერთ მედიასაშუალებას განუცხადა, რომ ერთ ბიზნესმენს სცემდა.

გიორგი გახარიას მიმართაც არ იყო კარგად განწყობილი. მან თქვა რომ გახარიაზე სკნადალური ინფორმაცია ჰქონდა. გახარია მის ბოლო განცხადებაზე ქადაგების გუნებაზე მოვიდა და აღნიშნა, რომ პური მეპურემ უნდა გამოაცხოს და მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროსო.

ხშირად ისეთ სკანდალურ განცხადებებზე, როგორიც პატრიარქის ქორეპისკოპოსმა გააკეთა, ამბობენ, რომ ისე არ წვიმს როგორც ქუხსო. მაგრამ ეს ის შემთხვევა არ არის. ახლა იმაზე მეტად წვიმს, ვიდრე ქუხს.

წინ დიდი სკანდალები გველოდება.

მამა გიორგი მამალაძეც აპირებს დუმილის დარღვევას.

შორენა მარსაგიშვილი.

banner
წინა სტატიაშიკვესიტაძე: მეუფე იაკობმა მითხრა, რომ გახარია პირადი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა
შემდეგი სტატიავარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე, 1996 წელს დაბადებული ერთი პირი დააკავეს