ვარკეთილის ბაზრობაზე ხანძრის შედეგების აღრიცხვა დღეიდან დაიწყება

რა ზარალი მიაყენა ძლიერმა ხანძარმა მოვაჭრეებს – ვარკეთილის ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგების აღრიცხვა დღეიდან დაიწყება.

ძლიერმა ხანძარმა ათობით მოვაჭრე დააზარალა. თბილისის მერია დაზარალებულებს გუშინვე შეხვდა და მათ დახმარებას დაჰპირდა.

ადგილზე ჯერ კიდევ რჩებიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები, რადგან ტერიტორიაზე ხანძრის კერები კვლავ რჩება. თუმცა აღსანიშნავია, რომ ხანძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო გზა უკვე გახსნილია. ცეცხლის კერების ლიკვიდაციის შემდეგ კი, ექსპერტიზა და საგამოძიებო მოქმედებები დაიწყება.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შემდეგი სტატიაქრთამის აღების ფაქტზე კახეთის რეგიონის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დააკავა