ვარაუდობენ, რომ ტრამპი არა უსაფრთხო ტელეფონს იყენებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იყენებს მობილურ ტელეფონს, რომელიც არ არის დაცული – Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ტრამპი ერთ iPhone-ს ზარებისთვის იყენებს, მეორეს კი სიახლეების წასაკითხად და “ტვიტერში” პოსტების გამოსაქვეყნებლად.
Politico აღნიშნავს, რომ ტრამპის წინამორბედი ბარაკ ობამა ტელეფონებს ყოველი თვე იცვლიდა. ახლანდელმა პრეზიდენტმა უარი თქვა ამ პრაქტიკაზე, რადგანაც ის “საკმაოდ მოუხერხებლად” ჩათვალა. ამდაგვარად, ტრამპის მობილური უსაფრთხოებაზე ხუთ თვეზე მეტია არ შეუმოწმებიათ.

გასული წლის მაისის ბოლოს დონალდ ტრამპმა საკუთარი მობილური ტელეფონის ნომერი მსოფლიო ლიდერებს დაურიგა და სთხოვა, რომ პირადად მას დაურეკონ.

banner
წინა სტატიაშიდღეში ერთი კვერცხის მიღება ნაადრევი სიკვდილისგან იცავს
შემდეგი სტატიადონეცკში მერვეკლასელს ზურგჩანთაში ყუმბარა აუფეთქდა