დღეში ერთი კვერცხის მიღება ნაადრევი სიკვდილისგან იცავს

ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დღეში ერთი კვერცხის მიღება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციას უწყობს ხელს და ნაადრევი სიკვდილისგან იცავს. კვლევის შედეგებზე საუბარია პრეს-რელიზში MedicalXpress-ზე.
სისხლის მიმოქცევის ფუნქციის მოშლა მსოფლიოში ყველაზე ხშირად იწვევს სიკვდილიანობას. ამასთანავე, ადამიანები ყველაზე ხშირად გულის დაავადებებისგან და ინსულტისგან კვდებიან. მეცნიერები თითქმის 10 წლის განმავლობაში ატარებდნენ კვლევებს 30-დან 79 წლის ასაკობრივ ჯგუფებში, რომლებშიც მონაწილეობდა 512 891 მოხალისე. მათგან 13,1% კვერცხს ყოველ დღე ჭამდა, 9,1% კი – იშვიათად. 8-9 წლის მანძილზე მკვლევარებმა გულ-სისხლძარღვთა დაავადების 83 977 შემთხვევა დააფიქსირეს, აქედან 9985 ლეტალურად დასრულდა. აღმოჩნდა, რომ ისინი, ვინც კვერცხს ყოველდღე ჭამდა, ნაკლებად ავადდებოდნენ გულ-სისხლძარღვთა დაავადებით და ცოცხლობდნენ მეტ ხანს. მათთვის ინსულტის რისკი 26%-ით ნაკლებია, ნაადრევი სიკვდილის რისკი კი – 18%-ით ნაკლები.

banner
წინა სტატიაშიტიბეტელი, რომელმაც საკუთარი ენის სწავლა მოინდომა, სეპარატიზმის ბრალდებით დააპატიმრეს
შემდეგი სტატიავარაუდობენ, რომ ტრამპი არა უსაფრთხო ტელეფონს იყენებს