ვანო ბურდული: “კარგია, რაც მეტ კითხვას დაგვისვამენ, მით მეტი საშუალება გვექნება პასუხის გაცემის”

წალენჯიხაში, რამდენიმე კვირის წინ, ძლიერმა ქარმა 200–მდე სახლს გადახადა სახურავი. 18–19 მარტის მდგომარეობით, დაზარალებულებს დახმარების თანხა ჩაერიცხათ, თანხის საერთო ოდენობაა – 213 055 ლარი.

წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე, ვანო ბურდული:

200–მდე სახლის სახურავი დააზიანა ქარმა, ზოგი მთლიანად დაზიანდა, ზოგი – ნაწილობრივ. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის კომისიამ იმუშავა მაქსიმალურად სწრაფად, მოიძია ოჯახები, თითოეული მათგანის ზარალი შეაფასა მაქსიმალურად ზემიწევნით, რამდენი კვადრატული უნდა ყოფილიყო გადახურული, რა თანხა იყო საჭირო, შედგენილი იქნა ოქმები.

მიუხედავად იმისა, რომ ზარალის ოდენობა განსაზღვრული იყო და ფინანასთა სამინისტროსთან, წერილიც გადაგზავნილი გვქონდა, რამდენიმე დღით გახანგრძლივდა მოქალაქეებისათვის თანხის დარიცხვის პროცესი, რადგან დაგვჭირდა ალტერნატიული საბანკო ანგარიშების მოძიება, სამწუხაროდ, ბევრი იყო ისეთი ოჯახი, რომელსაც საკუთარ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სურვილი არ ჰქონდა, ვინაიდან დავალიანება ჰქონდა ბანკში, სწორედ ცხოვრების ამ დუხჭირი პირობების გამო და ეს დახმარების თანხა ჩამოეჭრებოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ დარჩებოდა სახლის გადახურვის გარეშე. ეს რომ არ მომხდარიყო, კომისიამ კიდევ დამატებითი სამუშაოები აწარმოა, ალტერნატიული ანგარიშებით შეიცვალა დოკუმენტაცია და ორშაბათს, 18 მარტს, დღის ბოლომდე, სრულად ჩაერიცხა ყველა მოსახლეს თანხა.

მართალია, ზოგ მუნიციპალიტეტში, რომლის მოსახლეობაც ასევე დააზარალა სტიქიამ, დახმარების თანხები ჯერ ისევ არ დარიცხულა, როგორც ვიცი, თუმცა, უკვე მივეჩვიეთ, რომ ხელისუფლებას და სახელისუფლებო მედიას, მხოლოდ წალენჯიხა ახსოვს და მხოლოდ წალენჯიხას აკვირდება გამადიდებელი შუშით და კარგია ეს, გულწრფელად, რაც მეტ კითხვას დაგვისვამენ, მით მეტი საშუალება გვექნება პასუხის გაცემის.

მაგალითად, ამჯერადაც სცადეს წალენჯიხის მერიის ანტიპიარი, თითქოს, წალენჯიხის მერია, აი, არ მუშაობს და ამიტომ არ ურიცხავს მოსახლეობას დახმარების თანხას, პარასკევს გაკეთდა საბოლოო ოქმი და ორშაბათს უკვე ჩარიცხვები დასრულებული იყო. ამაზე უფრო სწრაფი გზა მხოლოდ ერთი იყო – დაგვერიცხა არსებულ ანგარიშებზე და რეალურად, ადამიანები დარჩენილიყვნენ ისევ დახმარების და კერძოდ კი სახლების გადასახური თანხების გარეშე, სახლების უსახურავოდ დარჩენა კი, მოგეხსენებათ, გარდა იმისა, რომ ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას აუარესებს, ასევე, სახლების ნგრევასაც იწვევს დროთა განმავლობაში.

ჩვენ არ ვმუშაობ, მხოლოდ იმისათვის, რომ დოკუმენტს ბეჭედი დავარტყათ და მოვნიშნოთ და გაკეთებულად ჩაგვეთვალოს, ვმუშაობთ – შედეგისთვის,

სახელისუფლებო მედიებს, როგორც კი პასუხი მოისმინეს, რომ დახმარების დარიცხვა შეფერხდა იმიტომ, რომ ალტერნატიული ანგარიშების მოძიება ხდებოდა, და ალტერნატიული ანგარიშების მოძიება კი იმიტომ გახდა საჭირო, რომ ქვეყანაში სიდუხჭირეა და სიღატაკე, კითხვა აღარ გასჩენიათ, როგორც ჩანს, ეს არ იყო ის პასუხი, რისი მოსმენაც სურდათ. არც ახლა მოუკითხავთ, როცა მოსახლეობას დაერიცხა დახმარება,-აცხადებს წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე ვანო ბურდული.

banner
წინა სტატიაშიებრძვიან, რომელმაც ქვეყანას სიკეთე მოუტანა – ჯაღმაიძე ხიდაშელზე
შემდეგი სტატიააფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაუნის სინდრომის მქონე ბავშვები და მათი მშობლები ესტუმრნენ