ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ

ვალუტის გადამცვლელი პუნქტები დღეიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ. პუნქტების მუშაობა, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობამ 31 მარტიდან შეაჩერა.

ეროვნული ბანკის ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს შესაბამისი რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

„საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, 2020 წლის 8 ივნისიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდებიან.

ეროვნული ბანკი მოუწოდებს ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.

ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას,”-ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიკურორტ გომისმთაზე ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ცხრა პაციენტი კი გამოჯანმრთელდა