ვალერი გელაშვილი: მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი

„თუ უკრაინამ არ განიხილა საქართველოს ხელისუფლებიდან გაგზავნილი წერილები და ვიცე-პრემიერად სააკაშვილი დანიშნა, მასთან დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გავწყვიტოთ. მიხეილ სააკაშვილი მსჯავრდებულია. ის არის კრიმინალი. 15 წელი გავიდა, მაგრამ დღესაც მიჭირს ფსიქოლოგიურად ამაზე საუბარი. მე წერილი პირადადაც გავგზავნე უკრაინელ კოლეგებთან, რომ იცოდნენ, ვინ არის რეალურად მიხელ საკაშვილი“ , – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვალერი გელაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში.

ვალერი გელაშვილმა უკრაინელ კოლეგებს, რადას დეპუტატებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით წერილით მიმართა. დეპუტატი უკრაინელ კოლეგებს ახსენებს, რომ სააკაშვილის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული ორი განაჩენი და იგი სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ ორივე სისხლის სამართლის საქმეზეა დამნაშავედ ცნობილი, რომელთაგან ერთ-ერთი სწორედ თავად მას და მის ოჯახს ეხება.​

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: არსებული რეალობიდან გამომდინარე, სხვა პრიორიტეტები გაჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უარს ვამბობთ
შემდეგი სტატიაილია ელოშვილი: 60 000 აღსაზრდელის მშობელი სახლში იღებს ყველა იმ პროდუქტს, რომელიც საბავშვო ბაღებში მათ შვილებს უნდა მოხმარებოდა