“ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთავრობას აქვს უფლება, ანაკლიის კონსორციუმთან ხელშეკრულება მოშალოს” – მაია ცქიტიშვილი

ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის კონსერციუმის ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.

მისი თქმით, შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მთავრობას აქვს უფლება, ანაკლიის კონსორციუმთან საინვესტიციო ხელშეკრულება მოშალოს.

“მხარეთა შორის არსებული შეთანხმების შესაბამისად, 2019 წლის 15 ოქტომბერს კონსორციუმის მხრიდან შუალედური ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობას აქვს უფლება, მოშალოს საინვესტიციო ხელშეკრულება. ვინაიდან, კონსორციუმის მხრიდან დოკუმენტაციის წარდგენის ვადა იწურება 15 ოქტომბერს, ჩვენ ვალდებული ვართ, დაველოდოთ დღის ბოლომდე და მხოლოდ 2019 წლის 16 ოქტომბერს გაცნობოთ ამ ვალდებულებების შესრულების ვადების თაობაზე” – განაცხადა ცქიტიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიჯერ დათვი არ მოუკლავთ და მის ტყავს ინაწილებენო! – გოცირიძე
შემდეგი სტატიაზურაბ ჭიაბერაშვილი : 2020 წლის შემდეგ ქვეყანას ეყოლება კოალიციური მთავრობა, ოღონდ არა „ქართული ოცნების“ მონაწილეობით