ვახტანგ ყოლბაიამ საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შეხვედრა გამართა

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის
შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია საქართველოს პარლამენტის სპორტისა და
ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა.
მთავრობის თავმჯდომარემ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდების
წინაშე მდგარი პრობლემები და სპორტული ინფრასტრუქტურის კუთხით
არსებული მძიმე ვითარება გააცნო. ხაზი გაესვა ენგურის მეორე მხარეს მცხოვრებ
მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების აუცილებლობას.
ვახტანგ ყოლბაიამ კმაყოფილება გამოხატა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
კომიტეტის ახალი ინიციატივის მიმართ, რომელიც ახალგაზრდებისთვის სპორტის
საყოველთაო ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
ასევე, შეხვედრაზე ხაზი გაესვა სპორტის დადებით როლს შერიგების და ნდობის
აღდგენის საკითხში.
„ეს არის უდიდესი პოტენციალის მქონე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რომელმაც
შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის
საკითხში“, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
უფრო აქტიურად ჩაერთვება სპორტის საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროექტის
განხილვაში და ამ საქმეში საკუთარ წვლილს შეიტანს.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ მსგავსი სახის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის
მინისტრის მოადგილე როლანდ ნიჟარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა
სამსახურის უფროსი ვიტალი ბენდელიანი და აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი პეტრე კანკავა ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშილტოლვილთა და განსახლების სამინისტროს შენობა გაერთიანებული სამინისტროს დაქვემდებარებაში დარჩება
შემდეგი სტატიაზურაბ ალავიძე – შეკითხვები შეეხებოდა ჩემს თანამდებობაზე დანიშვნამდე და შემდგომ პერიოდში ტენდერებში გამარჯვებულად გამოვლენილ კომპანიებს და შესყიდვებს