ვახტანგ კაპანაძე: თუ შესაძლებელი იქნება, აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან უნდა ვიკისროთ მედიატორის როლი

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე ინფორმაციას გენშტაბის უფროსი გამოეხმაურა

საქართველო ერთ-ერთი ქვეყანაა, რომელსაც კარგი ურთიერთობა აქვს აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან და თუ შესაძლებელი იქნება, უნდა ვიკისროთ კიდევ მედიატორის როლი, – ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, ვახტანგ კაპანაძე განაცხადა.

„გულსატკენია და საწყენია, რომ პრობლემის გადაწყვეტა, სხვადასხვა მიზეზების გამო, ვერ მოხერდა მშვიდობიანი გზით. ეს, რა თქმა უნდა, მტკივნეული პროცესია მთელი რეგიონისთვის, არამარტო აზერბაიჯანისა და სომხეთისთვის. ასე რომ, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მოვლენებს, გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა და კავშირი ჩვენს კოლეგებთან. იმედი გვაქვს, რომ ცეცხლი შეწყდება და გადავალთ უფრო წყნარ, მშვიდ ფაზაში ამ კონფლიქტის დასარეგულირებლად“,-აღნიშნა კაპანაძემ.

მისივე თქმით, ორივე მხარე ცდილობს, საქართველო ინფორმირებული იყოს მომდინარე პროცესებზე.

„ორივე მხარეს ხედვების თავისი პრიზმა აქვს არსებულ რეალობაზე. ჩვენ ვცდილობთ, ჩვენი ხედვა გვქონდეს და ობიექტურები ვიყოთ შეფასებებში. კითხვაზე მედიატორის როლთან დაკავშირებით გვპასუხობს – თუ შესაძლებელი იქნება, უნდა ვიკისროთ კიდეც მედიატორის როლი. ერთ-ერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც ორივე მხარესთან კარგი ურთიერთობა გვაქვს“,-განუცხადა კაპანაძემ ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: იმედს გამოვთქვამ, რომ შეწყდება სისხლისღვრა და რეგიონში მშვიდობა აღდგება
შემდეგი სტატიალევან ჩაჩუას გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა