ნინო ბურჯანაძე: იმედს გამოვთქვამ, რომ შეწყდება სისხლისღვრა და რეგიონში მშვიდობა აღდგება

ხელისუფლება მოქმედებს უტვინოდ

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მთიანი ყარაბაღის პრობლემის მოგვარებას მშვიდობიანი გზის გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს.

”დემოკრატიული მოძრაობის” ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძე რეგიონში შექმნილი ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

“მინდა ღრმა შეშფოთება გამოვხატო რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო. უპირველეს ყოვლისა, მინდა მივუსამძიმრო ყველა დაღუპულის ოჯახს, რომელი მხარის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ შეწყდება დაპირისპირება, სისხლისღვრა და რეგიონში აღდგება მშვიდობა. ფაქტია, რომ კონფლიქტების მოგვარება მშვიდობიანი გზის გარდა, სხვა ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ საქართველოს არ აქვს შესაძლებლობა პოზიტიური წვლილი შეიტანოს კონფლიქტის მოგვარებაში.

“ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს საქართველოს არ აქვს რეალური შესაძლებლობა, რომ რაიმე პოზიტიური წვლილი შეიტანოს ამ კონფლიქტის მოგვარებაში ან ითამაშოს მედიატორის როლი, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებას არ აქვს ის ავტორიტეტი, რაც მას ამ ფუნქციის შესრულებაში აუცილებლად დასჭირდებოდა”,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის პროკურორი ქართველი სპეციალისტების და დეპუტატ-ჟურნალისტების წინააღმდეგ
შემდეგი სტატიავახტანგ კაპანაძე: თუ შესაძლებელი იქნება, აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეებთან უნდა ვიკისროთ მედიატორის როლი