ვახტანგ გომელაური: სპეცრაზმელი მინისტრს ან მეთაურს არ ეკითხება, შეიძლება თუ არა ცეცხლი გახსნა

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოკითხვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„მივაწოდე ინფორმაცია, რა ბრძანებები გავეცით, ვისი ნებართვით დაიწყო
ღონისძიება, რაც  საჭირო იყო, ყველა ინფორმაცია მივაწოდე პროკურატურას“.
მინისტრის  თქმით, ღონისძიებაზე სპეციალური დანიშნულების რაზმის თითოეული
წევრი ინდივიდუალურად იღებს გადაწყვეტილებას.
„მე თვითონ ვიყავი რიგითი სპეცრაზმელი და 8 წელი მომიწია მუშაობა. იქ მე
ვწყვეტ,  უკვე უნდა ვისროლო თუ არ უნდა ვისროლო. ამას არ ეკითხები, ბატონო
მინისტრო, ცეცხლი გავხსნა თუ არ გავხსნა. იქ შენ ხარ მინისტრიც,
პრემიერ-მინისტრიც და ყველაფერი.
პროკურატურა იძიებს საქმეს.  თუ მოხდა გადაცდომა, პროკურატურამ და
სასამართლომ უნდა გვითხრას, მე ვერ შევაფასებ. კიდევ ერთხელ განვმარტავ,
რომ ოპერაციის დაწყებას წყვეტს მეთაური, სპეცდანიშნულების რაზმის და არა
მინისტრი.  კონკრეტულ სროლას წყვეტს ინდივიდუალური სპეცრაზმელი”, –
განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე შინაგან საქმეთა მოქმედი მინისტრი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური გამოკითხეს.

ყველა გადაცდომაზე რომ მინისტრები გადადგნენ, შეიძლება, მათ ყოველ თვე მოუწიოთ გადადგომა, – ასე უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დავით მუმლაძის გატაცების საქმეზე პასუხისმგებლობის აღებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას.

„არ არიან გათავისუფლებული, ან რატომ უნდა იყვნენ, თქვენ მიპასუხეთ. მე ვარ უშუალო ხელმძღვანელი და უნდა გადავდგე? მე მყავს 43 ათასი თანამშრომელი და ყველა გადაცდომაზე მინისტრები რომ გადადგნენ, შეიძლება, ყოველ თვე მოუწიოთ მინისტრებს გადადგომა. ეს ნორმალური იქნება?“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვაზე.

35 წლის დავით მუმლაძის ცხედარი მდინარე მტკვარმა რუსთავში 5 ოქტომბერს გამორიყა. ცხედარს 30-მდე ჭრილობა ჰქონდა. 7 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციამ რუსთავში 35 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობის ფაქტზე ხუთი პირი, მათ შორის ორი მოქმედი და ერთი ყოფილი სამართალდამცველი დააკავა.

banner
წინა სტატიაშისტუმრებს 3500 ლარიანი ჩეკი მოუტანეს-რა მოხდა რესტორან “სულთანში”
შემდეგი სტატიავითარება ჩორჩანასთან გამწვავებული ნამდვილად არ არის