სტუმრებს 3500 ლარიანი ჩეკი მოუტანეს-რა მოხდა რესტორან “სულთანში”

თბილისში, რესტორან “სულთანში” დაცვის წევრები ამერიკის მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკმაყოფილება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ სტუმრებს 3500 ლარიანი ჩეკი მოუტანეს, რაც რეალურ შეკვეთას არ ემთხვეოდა.

დაწესებულების თანამშრომლებმა ტურისტებს ნაღდი ანგარიშსწორება მოსთხოვეს და ბარათიდან თანხის მიღებაზე უარი უთხრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობის მუხლით დაიწყო. საქმეზე მიმდინარეობს გამოკითხვები.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს რესპუბლიკური პარტიის განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური: სპეცრაზმელი მინისტრს ან მეთაურს არ ეკითხება, შეიძლება თუ არა ცეცხლი გახსნა