ვითარება ჩორჩანასთან გამწვავებული ნამდვილად არ არის

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ჩორჩანასთან ოკუპანტების გამოჩენას საგანგაშოდ არ აღიქვამს.

მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორიები საქართველომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაკარგა და ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს.

“რა თქმა უნდა, სადამკვირვებლო მისიის დაკავება ძალიან ცუდი იყო, აქედან გამომდინარე რატომღაც ყოველთვის პრობლემა აქვთ, რომ პრესას და მოქალაქეებს რატომ არ გვიშვებთ ადგილზე და ესეც პრობლემაა, რომ შეიძლება დააკავონ და გადაიყვანონ. ვითარება იქ გამწვავებული ნამდვილად არ არის, გაავლებენ ასე ათ მეტრს და აცხადებენ, რომ აი დაკარგა სახელმწიფომ ახალი ტერიტორიები. ნუ ეს, ტერიტორიები ჩვენ დავკარგეთ 2008 წლის შემდეგ და ეს კარგად უნდა აიხსნას, შეიძლება მთავრობის ასახსნელიც არის, ახლა სადაც ღობე არ არის გავლებული გადავდივართ? შევდივართ, ვხნავთ,ვთესავთ ან ნათესავებთან ვერ გადავდივართ ხომ? დაკეტილია ჩვეულებრივად, ღობე იქნება იქ თუ რუსული ჯარი იდგება იქ, ჩვენთვის ერთიდაიგივეა. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ღობე როცა ივლება იქ თუმცა, ის რომ დღეს დაკარგა სახელმწიფომ 500 მეტრი ტერიტორია არ არის ასე, დაკარგულია ეს ყველაფერი 2008 წლის ომის შემდეგ” – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური: სპეცრაზმელი მინისტრს ან მეთაურს არ ეკითხება, შეიძლება თუ არა ცეცხლი გახსნა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრის კომენტარი 20-21 ივნისის მოვლენებში მონაწილე სპეცრაზმელის საქმის სასამართლო განხილვის შესახებ