ვახტანგ გომელაური: ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და მაქვს, მის განცხადებამდე, ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში
გამართული კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დასრულების შემდეგ მედიის
მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.

„ბევრჯერ იყო კითხვები, რომ ჩვენ შორის რაღაც დაპირისპირებაა. არანაირი
დაპირისპირება ჩვენ შორის არ ყოფილა. არც ახლა არის, რა თქმა უნდა. ძალიან
კარგი ურთიერთობა გვქონდა.

აზრთა სხვადასხვაობა გუნდში თუ იყო, ეს არ ნიშნავს დაპირისპირებას.
პირიქით, ჯანსაღია ეს და სწორია. უნდა იყოს, რა თქმა უნდა, კითხვები და
სხვადასხვა აზრი გუნდში.

განცხადებამდე, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო, რომ გადადგომას აპირებდა. როგორ
წარმოგიდგენიათ, შინაგან საქმეთა მინისტრმა არ იცის განცხადებამდე
პრემიერის გადადგომის თემა? ნორმალური იქნებოდა? თქვენ ფიქრობთ, რომ არ
ვიცოდი?

კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა გახარიასთან და ახლაც
მაქვს. როგორ შეიძლება, ადამიანმა, რომელთანაც მეგობრობ, ახლოს ხარ და
ურთიერთობა გაქვს, არ გითხრას, რომ უნდა გადადგეს – ელემენტარული
პატივისცემაა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიგომელაური მელიაზე: გადაწყვეტილებას დღეს აღვასრულებთ, ხვალ თუ ერთ თვეში, შეზღუდული არ არის
შემდეგი სტატიაჯუანშერ ბურჭულაძე: მაქსიმუმ 2 კვირის განმავლობაში ავაფრენთ პირველ სუ 25-ს