ვახტანგ გომელაური : აფგან მუხტარლი​ „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ​აფგან მუხტარლი​ „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა.

სუს-ის ხელმძღვანელის განცხადებით, გარკვეული ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმესთან დაკავშირებით ბაქოდან მიიღეს, თუმცა ამ დროისთვის უფრო დეტალურ ინფორმაციას ელოდებიან.

„აფგან მუხტარლი​ სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არ დაუკავებიათ და ის ე.წ. მწვანე სასაზღვრო ზოლზე აიყვანეს, რომელსაც პასპორტით არ კვეთენ“, – განაცხადა გომელაურმა.

​აფგან მუხტარლი თბილისში 29 მაისს, საღამოს გაუჩინარდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ ის ბაქოში, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის საგამოძიებო განყოფილებაში იმყოფებოდა.​ მუხტარლის ბრალი აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე (საზღვრის უკანონო კვეთა) და 206-ე (დეკლარაციის გარეშე დიდი ოდენობით თანხის გადატანა) მუხლებით აქვს წარდგენილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შოთაძე : ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტის გამოძიების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უახლოეს მომავალში მიეწოდება
შემდეგი სტატიააზერბაიჯანელი ჟურნალისტის სოლიდარობის აქცია გაიმართა