ირაკლი შოთაძე : ფარცხალაძე-თორდიას ინციდენტის გამოძიების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უახლოეს მომავალში მიეწოდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის ინციდენტის გამოძიების საქმეზე ინფორმაციას საზოგადოებას უახლეს მომავალში მიეწოდება, – ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა.

მისი თქმით, თორდია-ფარცხალაძის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

„საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა, ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება და უდიდესი ნაწილი უკვე ჩატარებულია. გამოძიების შესახებ უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია”, – განაცხადა შოთაძემ.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი ცნობილია
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური : აფგან მუხტარლი​ „მწვანე საზღვრის“ კვეთის დროს დააკავეს, სადაც პასპორტი არ სჭირდებოდა