ვაკეში განხორციელებული სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ვაკეში განხორციელებული სროლის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პირველ განყოფილებაში 18 მაისს შევიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განხორციელდა.
მიღებული შეტყობინების საფუძველზე სამართალდამცველებმა ჩაატარეს ოპერატიული-სამძებრო მოქმედებები, რის შედეგადაც გაირკვა, რომ გასროლა 39 წლის ლ.რ.-მ განახორციელა. პოლიციამ ლ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა.
გავრცელებული ინფორმაციით, ლ.რ.-ს და მის ძმას, 37 წლის ზ.რ.-ს კონფლიქტი მოუხდათ 26 წლის გ.ვ.-სთან, რა დროსაც ლ.რ.-მ ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ გაისროლა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

banner
წინა სტატიაშიპროსტიტუციაში ჩაბმის ბრალდებით 11 პირი ამხილეს
შემდეგი სტატია„მუქარები სხვადასხვა შინაარსისაა, მოიცავს წამებით, მკვლელობით დაშინებას” – ანა სუბელიანი დაკითხვაზე იმყოფება