“ვადა არის 2 საათი” – თავდამსხმელი პოლიციას

ზუგდიდში, ბანკზე თავდამსხმელი პოლიციას 2 საათის ვადას აძლევს. მან ეს განცხადება “მთავარ არხთან” პირდაპირ ეთერში საუბარისას გააკეთა.

ბანკში მყოფი ერთ ერთი მძევალი, ირაკლი კვარაცხელია მედიასაშუალებას დაუკავშირდა. თავდამსხმელთან გასაუბრებაც მისი საშუალებით მოხერხდა.

შეიარაღებული თავდამსხმელი ამბობს, რომ სამართალდამცველები არ ასრულებენ მის უპირველეს მოთხოვნას და ტერიტორიიდან სპეცრაზმი არ გაჰყავთ:

სამართალდამცავებმა არ გააკეთეს არანაირი რეაგირება ამ ფაქტზე, მოთხოვნის მიუხედავად არავინ შემოვიდა. პირველი მოთხოვნა რაც იყო, სპეცრაზმი არ მოხსნეს პერიმეტრიდან, სამართალდამცავებს შემოსვლის წუთებიდან ვესაუბრებით. ვადა არის 2 საათი – ამბობს თავდამსხმელი

banner
წინა სტატიაში“თაიმერისთვის” თავდამსხმელის ფოტო ხდება ხელმისაწვდომი
შემდეგი სტატიაცესკოს თავმჯდომარე უკრაინის ელჩს შეხვდა