შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,
1993 წელს დაბადებული ფ.წ. და 1989 წელს დაბადებული მ.თ. დიდი ოდენობით
ქონების მიღების მიზნით ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით დააკავეს, 1987 წელს
დაბადებულ მ.თ.-ს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. ჩადენილი დანაშაული
4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა თურქეთის რესპუბლიკის
მოქალაქე, შ.დ. საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანეს, სარფის
საბაჟო-გამშვები პუნქტიდან ბათუმში, ნაქირავებ ბინაში წაიყვანეს, სადაც
ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულები სახელის გამტეხი
ცნობების გავრცელების, ასევე, ძალადობის გამოყენების მუქარითა და ძალადობით
შ.დ.-სგან დიდი ოდენობით თანხას ითხოვდნენ. თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქემ
მათ 10 000 ლირა გადასცა. გამომძალველებმა დაზარალებულისა და მისი მეუღლის
კუთვნილი პლასტიკური ბარათებიდან 1 500 ლარიც მიითვისეს, რის შემდეგაც შ.დ.
სარფში დატოვეს, რათა მას საქართველო დაეტოვებინა.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამცხე-ჯავახეთის და
კახეთის პოლიციის დეპარტამენტებთან ერთობივად ფ.წ. ბორჯომში, მ.თ. კი
კახეთში დააკავეს. მიმალვაში მყოფ მ.თ.-ს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი და
ის იძებნება.
გამოძიება ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჩადენილი
გამოძალვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და
„გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით
თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობა – პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონსულტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართება
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე სამი პირი პასუხისგებაში მისცეს