უწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შეასრულა

სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შესრულდა. საკურთხევლიდან გარდამოხსნა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ და სასულიერო პირებმა გამოაბრძანეს.

ქსოვილი, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია ამოქარგული, უწმინდესს თავზე ჰქონდა გადაფარებული, გარდამოხსნის შემოტარება მსვლელობით საკურთხევლიდან ტაძრის შუაგულამდე ერთხელ მოხდა, ამის შემდეგ გარდამოხსნა მისთვის მომზადებულ სპეციალურ სადგამზე დაასვენეს. გარდამოხსნა ტაძარში სამი დღე დარჩება, ეს კი იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში ჩასვენებული.

გარდამოხსნის წესის შესრულებამდე, სამების საკათედრო ტაძარში სპეციალური ლოცვები, წმინდა სახერბიდან უფლის გაცემის, პილატეს სამსჯავროზე წარდგომის,წამების, ჯვარცმისა და საფლავად დადების შესახებ ნაწილები წაიკითხეს.

მსახურების დასრულებამდე, წაიკითხავენ ღვთისმშობლის დატირებას, მრევლს კი საშუალება ექნება მოისმინოს დატირების საგალობელი, რომელიც დავით გურამიშვილის ლექსზე „მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი“, არის შექმნილი.

banner
წინა სტატიაშიIRI-ის კვლევის მიხედვით, მთავრობის მთავარი წარუმატებლობა შეუსრულებელი დაპირებებია
შემდეგი სტატიაირინა სარიშვილი: დაითვალეთ, ხოხბებო და ხოხბებზე უფრო მაგრებო, რამდენი ხართ ძნ თბელესელებეე