ირინა სარიშვილი: დაითვალეთ, ხოხბებო და ხოხბებზე უფრო მაგრებო, რამდენი ხართ ძნ თბელესელებეე

“აბა, ხოხობზე ადრე ჩამოფრენილებო, როგორ ხართ?”- ამის შესახებ ირინა სარიშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს.

“თან ვინც ასე ბლატაობს და ნარმანიას რო ხმა მისცა ამაზე ვირევი რაა. პროვინციალიზმი არანაირ კავშირში არაა იმასთან ვისმა დედამ სად იმშობიარა. ვერც ნარმანიას უშველიდა, ნორას ჭინთვები პარიზში რო დაწყებოდა.
პროვინციალიზმი ადამიანის თავშია და მისი უპირველესი გამოვლინებაა – უტაქტობა, ტრაბახი, თავის მოწონება იმით, რაც შენი დამსახურება არაა, სხვის ადგილზე უსირცხვილოდ ყოფნა, რაც არ იცი, იმაზე თავის გამოდება… ბოლოს და ბოლოს, მოკლე კაბა რომ გაცვია და დაჯდომისას ქვემოთ ქაჩავ – აი ესაა პროვინციალიზმი.
ეხლა დაითვალეთ, ხოხბებო და ხოხბებზე უფრო მაგრებო, რამდენი ხართ ძნ თბელესელებეე!”- წერს ირინა სარიშვილი.

banner
წინა სტატიაშიუწმინდესმა სამების საკათედრო ტაძარში გარდამოხსნის წესი შეასრულა
შემდეგი სტატია(ფოტო) დასავლეთ საქართველოს მიმართულებით საავტომობილო გზაზე საცობია