მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და უკრაინის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებული ფორმატის შეხვედრა გაიმართება. მოგვიანებით კი გიორგი კვირიკაშვილი და ვლადიმერ გროისმანი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იგი ეწვევა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარეაბილიტაციო ცენტრს წეროვანში, ასევე, გვირგვინით შეამკობს გმირთა მემორიალს თბილისში.

ხვალ კი უკრაინელი სტუმარი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიტყვით გამოვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით სესიაზე.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს ხელისუფლებაში არის ვიღაც, იმას არ აწყობს ლუკავა გიორგის გათავისუფლება”
შემდეგი სტატია“უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო და სასტუმრო ამ კუთხით დაჯარიმებული არ ყოფილა“- „ლეოგრანდის“ მფლობელი