ურალის ავიახაზები ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გეგმავს

16 მაისიდან, ურალის ავიახაზები სანკტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი რეისების განხორციელებას გეგმავს.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, რეისის სანკტ-პეტერბურგი-ბათუმი-სანკტ-პეტერბურგი კვირაში ორჯერ – ორშაბათსა და პარასკევს, პულკოვოს აეროპორტიდან შესრულდება.

კომპანიის პრეზენტაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი სანკტ-პეტერბურგში, პულკოვოს აეროპორტის მიერ ორგანიზებულ საღამოზე გაეცნო, სადაც აეროპორტის მიერ 2016 წლისთვის დაგეგმილი ახალი ავიარეისების შესახებ ისაუბრეს. საღამოზე, რომელსაც რუსეთში არსებული რეგიტინგული მედია საშუალებების, ტურ სააგენტოების, ავიაკომპანიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, აჭარის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტების შესახებაც გაიმართა პრეზენტაცია.

banner
წინა სტატიაშიჟენევის ავტოსალონში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ჰიპერმარქანა აჩვენეს
შემდეგი სტატიაგაერომ აშშ-ს და რუსეთს მოუწოდა საკუთარი ძალებით შეინარჩუნონ მშვიდობა სირიაში