გაერომ აშშ-ს და რუსეთს მოუწოდა საკუთარი ძალებით შეინარჩუნონ მშვიდობა სირიაში

აშშ-მ და რუსეთმა ერთობლივად უნდა იმუშაონ სირიაში სამშვიდობო შეთანხმების შესანარჩუნებლად – ამის შესახებ გაეროს სირიის საკითხებში სპეციალურმა წარმომადგენელმა სტაფან დე მისტურამ განაცხადა Reuters-თან ინტერვიუში.
მან აღნიშნა, რომ გაერო არ იყო ჩართული აღნიშნული შეთანხმების მიღწევის პროცესში. ამიტომ, მოსკოვმა და ვაშინგტონმა ყველა მათი რესურსი უნდა გამოიყენონ ორკვირიანი შეთანხმების შესანარჩუნებლად. თვითონ მისტურას აზრით, იქნება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შემთხვევები.
“როგორც კი ჩვენ, ღმერთმა ქნას, ცეცხლის შეწყვეტის ნამდვილი შედეგი გვექნება, გაგვიჩნდება შესაძლებლობა ქვეყნის რაიონები ჰუმანიტარული დახმარებით მოვამარაგოთ. დარწმუნებული ვარ, ბევრი არა მხოლოდ არ დატოვებს სირიას, არამედ დაბრუნდება კიდეც” – განაცხადა გაეროს წარმომადგენელმა Reuters-თან საუბარში.

banner
წინა სტატიაშიურალის ავიახაზები ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გეგმავს
შემდეგი სტატიაზუგდიდის ცენტრალურ ბაზართან ვითარება დაძაბულია