ჟენევის ავტოსალონში მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ჰიპერმარქანა აჩვენეს

7 8 (1)ფრანგულმა Bugatti მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ჰიპერმანქანა წარმოადგინა – მისი სახელია Chiron. ჩვენება ჟენევაში საერთაშორისო ავტოსალონის ფარგლებში მოხდა.
მანქანა 420 კილომეტრ საათში სიჩქარეს ანვითარებს.
მანქანის კაპოტ ქვეშ დაყენებულია W16 ძრავი 8,0 ლიტრი მოცულობით. ძალის აგრეტაგის სიმძლავრე 1500 ცხენის ძალაა.
მანქანას სიჩქარის შემზღუდავი უყენია. ჩვეულებრივ რეჟიმში მას 380 კმ/ს სიჩქარით შეუძლია გადაადგილება, იმისათვის კი, რომ უფრო სწრაფად იაროს, აუცილებელია გააქტიურდეს სპეციალური გასაღები, რომელიც ტრანსმისიას განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაიყვანს.

Bugatti თავდაპირველად მანქანის 500 ცალად გამოშვებას და გაყიდვას გეგმავს. მანქანის ფასი 2,4 მილიონი ევროა. ევროპაში მისი გაყიდვა შემოდგომით დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიადიგენში მიმდინარე მოლაპარაკებებზე მხარეები ვერ შეთანხმდნენ
შემდეგი სტატიაურალის ავიახაზები ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს გეგმავს