უპირველესი ამოცანაა ვირუსის სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ნორმალურ ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება

პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, მნიშვნელოვანია ქვეყანაში გაგრძელდეს კორონავირუსის სწრაფი გამოვლენა, პაციენტების სწრაფი მკურნალობა და მათი ეკონომიკურ ცხოვრებაში ცხოვრებაში დაბრუნება.

“ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გეგმა, რომელსაც მივყვებით, მიუხედავად იმისა, რომ ვირუსის ეფექტურად კონტროლის შესაძლებლობას გვაძლევს, თითოეული ჩვენი ნაბიჯი უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, როგორ შევძლებთ წარმატებით გავუმკლავდეთ ეკონომიკურ კრიზისს.

ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლდათ და არის ინფიცირების შესაძლო სწრაფი გამოვლინება, ჩვენი მოქალაქის ეფექტური მკურნალობა და შემდგომ მისი ნორმალურ, ეკონომიკურ ცხოვრებაში დაბრუნება. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა ადაპტაციისა და ვირუსთან ერთად ცხოვრების მართვის. ეს არის ერთადერთი შესაძლებობა, თუ როგორ უნდა ვმართოთ რისკები ვირუსის გავრცელების სისწრაფის. ამიტომ, ჩვენ ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი თითოეული ჩვენგანის – სწრაფი გამოვლენა, სწრაფი მკურნალობა და ადამიანის ნორმალური ეკონომიკურ ცხოვრებაში სწრაფად დაბრუნება,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – თითოეული ჩვენი ნაბიჯი შემდგომში უნდა იყოს უაღრესად ფრთხილი და გონივრული
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია : ადგილობრივ კომპანიებს, რომლებიც იწყებენ ახალ პროექტებს, სახელმწიფო მხარში დაუდგება საბანკო სესხის 90 პროცენტის გარანტიით