უფასო წრეები სოფლის საჯარო სკოლებში – გამარჯვების შემდეგ ამ დაპირების ასრულება მალევე უნდა დავიწყოთ – გოგა გულორდავა

„უფასო წრეები სოფლის საჯარო სკოლებში. ეს არის ერთი-ერთი გეგმა, რომელიც ჩემი გამარჯვების შემდეგ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში განხორციელდება. ჭადრაკის, ინგლისურის, თანამედროვე და სპორტული ცეკვების, ხატვის და სხვა წრეების დაფინანსების საკითხს პირადად ჩავუდგები სათავაში. მე, 2013 წლიდან პოლიტიკური პრიზმიდან ვაკვირდებოდი და ვსწავლობდი მუნიციპალიტეტის და მოსახლეობის საჭიროებებს, სურვილებს. მუდმივ საქმიან ურთიერთობებში ვიყავი და ვრჩები სფეროდ ადგილობრივ ექსპერტებთან.

შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ აუცილებელი ვიყოთ ადექვატურები მოსახლოების მოთხოვნებთან და ხელი შევუწყოთ ჩვენს ახალგაზრდებს ადრეულ ასაკშივე მიეცეთ საკუთარი ნიჭისა და უნარჩვევების აღმოჩენა-გაძლიერების შესაძლებლობა. ამისთვი, აუცილებელია, რომ 30 ოქტომბერს გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე“ – ამის შესახებ გოგა გულორდავამ ბრიფინგზე ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი-ქართულთან ერთად, აფხაზური ენა საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული და სახელმწიფოს მისი შენარჩუნების და განვითარების განსაკუთრებული ვალდებულება აქვს
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 42 პაციენტი გარდაიცვალა