უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ, რას ლაპარაკობდი – მეუფე სტეფანეს ქადაგება

ის სული, რომელიც სიცრუეში ამყოფე, უფლის წინაშე წარდგება და იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ, ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები. უფალს მაგას ვერ ეტყვი, უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ, რას ლაპარაკობდი – მეუფე სტეფანეს ქადაგება 13 ივნისს. ევროპარლამენტის რეზოლუცია არც ჭყონდიდის მიტროპოლიტს მოსწონს და პოლიტიკურ მოწოდებებსაც აკეთებს. სტეფანე პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც შეუძლებლად მიიჩნევს.

მღვდელმთავარი ეხმაურება მოძალადეთა დაჯგუფების წევრის მხრიდან, დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეზე თავდასხმას და ამბობს, რომ მათ “რაც ეკუთვნოდათ, ის უთხრეს”:

“საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი დანგრევისკენ არის განწირული. რაც არ უნდა, ვინც არ უნდა, რა ალიანსებიც არ უნდა აკეთოს, რა დიდი შეიარაღებაც არ უნდა ჰქონდეს და რაც არ უნდა ბევრი ატომური ბომბი, რაკეტები, თვითმფრინავები და ტანკები აკეთოს, ეს ყველაფერი ერთიანად განადგურდება და არაფერი არავის არ შერჩება.

ის სული, რომელიც სიცრუეში ამყოფე, უფლის წინაშე წარდგება და იმას ვერაფერს ვერ მოატყუებ, ვერ ეტყვი, რომ შენ ახლა ევროკავშირში შეგიყვან და ესა და ეს შეასრულე და მაშინ კარგად იქნები. უფალს მაგას ვერ ეტყვი, უფალი გეტყვის, რაის ევროკავშირი, მოდი ერთი აქ, რას ლაპარაკობდი – ამას, ამას, ამას, ვის ატყუებდი, ის ხალხი, გარშემო რომ იყო, რას უკეთებდი, საბჭოთა კავშირი რომ დააარსეთ, თქვენ რას აკეთებდით და ა.შ.

პრაქტიკულად კი, ყველაფერი კარგია, რასაც ადამიანი შეიძლება აკეთებდეს, მაგრამ როდესაც სიცრუით აკეთებს და როდესაც უსამართლო რეზოლუციებს ღებულობს და როდესაც უსამართლო დადგენილებებით უნდა, რაღაცა გარკვეული სიკეთე მოიტანოს, შეუძლებელია სიკეთე უსამართლობით.

შეუძლებელია ათავისუფლებდე ხალხს, როგორც პოლიტპატიმრებს, მათ, ვინც ფაქტიურად აქტიურად ანგრევდნენ პირდაპირი მნიშვნელობით პარლამენტის შესასვლელებს და პირდაპირ ერთ ამბავში იყვნენ და მეორეს იჭერდე, იმიტომ, რომ ისინი არ არიან ის, ვინც იქ რეზოლუციებს გამოსცემს, იმიტომ, რომ შენ ისინი გეუბნებიან, რომ ესენი დაიჭირე და იჭერ ვის? რომ იტყვის სიტყვას რაღაცას ან რაღაცას შეიგინება. მთელი დღე და ღამე ტელევიზიაში იგინებოდა და ხელს ურტყამდა ის ერთი კაცი, ვიცით ჩვენ, ნაპროკურარი და ის პოლიტპატიმარია და ეხლა ვიღაცამ რაღაცა უთხრა ქუჩაში რომ მიდიოდნენ უკეთურ ხალხს და უთხრა რაც ეკუთვნოდა და დაიჭირეს იმიტომ, რომ იქიდან ნაბრძანებია, ჰყავთ პატრონები, უფალს პატრონად არ მიიჩნევენ, ის, ვინც უცხო ენაზე ლაპარაკობს ყველა პატრონი გახდა…” ამბობს სტეფანე, ჭყონდიდის მიტროპოლიტი.

banner
წინა სტატიაშიარესტოვიჩი – ბატონო შოლც, თქვენ ხართ პასუხისმგებელი ჩვენი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვაზე
შემდეგი სტატიადღე და ღამე ტელევიზიაში იგინებოდა და ხელს ურტყამდა, ნაპროკურალი და ის პოლიტპატიმარია – მეუფე სტეფანე ნიკა გვარამიაზე