“უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, გვეხვეწება ევროკავშირის ეს მდიდარი ქვეყანა, რომ მისი მოქალაქეები ჩამოვიდნენ და დახარჯონ ფული”

ევროპული საქართველოს დეპუტატის გიორგი კანდელაკის თქმით, მთავრობის შიგნით დისკუსიაა საზღვრების გახსნათან დაკავშირებით, თუმცა, მისივე თქმით, სანამ ავიაკომპანია ვიზეარის თემა აქტუალური გახდებოდა, ხელისუფლება საზღვრების გახსნას არც აგვისტოში და არც სექტემბერში გეგმავდა.

„უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საუბრიდან გამომდინარეობს, რომ ფაქტიურად, იქით გვეხვეწება ევროკავშირის ეს მდიდარი ქვეყანა, ჩვენი სტანდარტებით, რომ მისი მოქალაქეები ჩამოვიდნენ და დახარჯონ ფული. დისკუსია მიმდინარეობს მთავრობის შიგნით, მაგრამ სანამ Wizz air-ის ბაზის თემა გახდებოდა აქტუალური, მანამდე რაც მე ვიცი, გადაწყვეტილი ჰქონდათ, რომ აგვისტოში არ გაეხსნათ მიმოსვლა. შესაძლოა, არც სექტემბერში, რასაც რაციონალური ახსნა არ აქვს“,-აცხადებს გიორგი კანდელაკი.

დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, შეხვედრისას მათ საზღვრების გახსნის თემაზე ისაუბრეს. სიიარტოს განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლა ბევრ უნგრელ მოქალაქეს სურს, ამიტომ, ამ პროცესის გასამარტივებლად, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

banner
წინა სტატიაშირა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ სპორტდარბაზებსა და აუზებს?!
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი-ყველამ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე