“უნდობლობის არანაირი საფუძველი არ გამაჩნია”-გოგა გულორდავას კომენტარი მამის დაკავებაზე

ზუგდიდის ყოფილი ვიცე-მერის, გია გულორდავას ვაჟი, დეპუტატი გოგა გულორდავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ ის სრულ ნდობას უცხადებს გამოძიებას.

შეგახსენებთ, რომ დეპუტატის მამა, რომელიც ზუგდიდის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ლაშა გოგიასთან (ზუგდიდის ყოფილი მერი) ერთად დღეს დააკავა.

„ეტყობა გამოძიებას აქვს კითხვები. სამართლიანი თუ არა ბრალდება, ამას გამოძიება გვაჩვენებს. წარიმართება საგამოძიებო პროცესი და საბოლოოდ რა შედეგიც დადგება იმის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ. რა თქმა უნდა, მე ვენდობი გამოძიებას. უნდობლობის არანაირი საფუძველი არ გამაჩნია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას დეპუტატი გოგა გულორდავა.

 

 

ლაშა გოგია და გია გულორდავა დაკავებულია – გიორგი გახარიამ ოცნების წმენდა დაიწყო

banner
წინა სტატიაშილაშა გოგია ზუგდიდში არჩევნებში დამარცხებას შეეწირა- მურთაზ ზოდელავა [Video]
შემდეგი სტატიასაარჩევნო სტრატეგია – „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველთან შეხვედრებს იწყებენ