ლაშა გოგია ზუგდიდში არჩევნებში დამარცხებას შეეწირა- მურთაზ ზოდელავა [Video]

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ გოგიას დაკავება სწორედ არჩევნების წაგებას უკავშირდება. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ლაშა გოგია დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში იყო მისული. ვისთნ ჰქონდა შეხვედრა გოგიას, უცნობია, თუმცა არსებობს ვარაუდი, რომ მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული გარიგება შედგა. არსებული ინფორმაციით, ლაშა გოგიას ოცნების აქტიური სახე დიტო სამხარაძე მფარველობდა.კორუფციული დანაშაული თუ არჩევნების წაგება – ზუგდიდი ყოფილი მერის ლაშა გოგიას დაკავებას უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებები. ნაციონალური მოძრაობის“ სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელი მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ ლაშა გოგია ზუგდიდში არჩევნებში დამარხებას შეეწრია.

„ცხადია ამას შეწირეს მსხვერპლად, მაგრამ მე აქვე მინდა მოუწოდო „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეებს ფოთში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში და ყველა დიდ ქალაქებში, რომ იქნება შურისძიება და თქვენც ყველას დაგიჭერენ“ – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

 

 

https://youtu.be/3blrlk9XIvc

 

 

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევას ქედაში ქალი და მოზარდი ემსხვერპლნენ
შემდეგი სტატია“უნდობლობის არანაირი საფუძველი არ გამაჩნია”-გოგა გულორდავას კომენტარი მამის დაკავებაზე