საარჩევნო სტრატეგია – „ქართული ოცნების“ ლიდერები ამომრჩეველთან შეხვედრებს იწყებენ

„ქართული ოცნების“ ლიდერები მომდევნო კვირიდან ამომრჩეველთან შეხვედრას აქტიურად იწყებენ. ამის შესახებ ცნობილი მმართველი პარტიის ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა, სადაც „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ საკრებულოს დეპუტატებსა და რაიონების გამგებლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საკრებულოს დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მეორე ტურისთვის პარტია სრულ მობილიზაციას მოახდენს და უფრო გააქტიურდებიან. „ოცნების“ ლიდერები მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრას მომდევნო კვირიდან იწყებენ.

მმართველი პარტიის ლიდერები არ გამორიცხავენ, რომ ამომრჩეველთან შეხვედრებში ბიძინა ივანიშვილმაც მიიღოს მონაწილეობა.

„ქართული ოცნების“ ოფისში დახურულ შეხვედრაზე კახა კალაძემ თბილისის საკრებულოს დეპუტატები რაიონების გამგებლებთან ერთად დაიბარა და მეორე ტურის სტრატეგია გააცნო.

„ქართული ოცნება“ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში სრული რესურსით ერთვება.

მმართველი პარტია მეორე ტურის წინ საგანგებო რეჟიმზე გადავიდა. ცნობილი გახდა, რომ იქმნება ორი საარჩევნო შტაბი. რეგიონებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, თბილისის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კი პარტიის გენერალური მდივანი კახა კალაძე იქნება.

banner
წინა სტატიაში“უნდობლობის არანაირი საფუძველი არ გამაჩნია”-გოგა გულორდავას კომენტარი მამის დაკავებაზე
შემდეგი სტატიამაიკლ ჯექსონი გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ Forbes-ის რეიტინგის ლიდერია