“უნდა ვივარაუდოთ, რომ წამებას ჰქონდა ადგილი” – დამოუკიდებელი ექსპერტი

არჩილ ტატუნაშვილს დაზიანებები ცხინავლის ციხეში მის წამებაზე მიუთითებს- აცხადებს დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი, რომელიც თბილისში გადმოსვენების შემდეგ ტატუნაშვილის ცხედრის ექსერტიზას დაესწრო.
„სხეულზე აღენიშნებოდა მრავლობითი ხასიათის დაზიანებები, ნაჭდევების სახით, სისხლნაჟღენთების სახით, თითქმის მთელ სხეულზე. ყველაფერი აღწერილი გვაქვს დასკვნას ფოტოები დაერთვება,“-ამბობს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე.
ექსპერტის თქმით, გვამს რედგენოგრაფია ჩაუტარდა, რადგან საეჭვო იყო თითების მოტეხილობა.
„იქ მანიპულაციები ჩატარდა, ალბათ ის ნახა ვინმემ, არ ვიცი ვინ ნახა და ვინ გაავრცელა. რენდგენის დასკვნა დაიდება მერე და ყველაფერს გვიჩვენებს. სხეულზე არსებული მრავალი დაზიანების მიხედვით, ალბათ უნდა ვივარაუდოთ, რომ წამებას ჰქონდა ადგილი” – ამბობს ექსპერტი, ირაკლი თოიძე.

banner
წინა სტატიაშიქართული მარში რუსთავი 2-თან მორიგ აქციას აანონსებს
შემდეგი სტატიაბრეგაძეს კლინიკის დატოვების შემდეგ დააკავებენ – ადვოკატი