პარლემენტის დეპუტატები სამართალდამცავ ორგანოებს „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანის დაჭრის ფაქტის სასწრაფო გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
„რესპუბლიკური პარტიის“ წევრის ლევან ბერძენიშვილის თქმით დამნაშავეები სასწრაფოდ ნაპოვნი და დასჯილი უნდა იქნენ
„ეს არის სრულიად წარმოუდგენელი რამ , უნდა ვთხოვოთ საქართველოს საგამოძიებო ორგანოებს რაც შეიძლება სწრაფად დაადგინონ რა და როგორ მოხდა. ეს დაუშვებელია ყველანაირი თვალსაზრისით, რა მოტივიც უნდა იყოს, უნდა იყოს სასწრაფოდ გამოძიებული. დამნაშავეები ნაპოვნი და დასჯილი“- განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.