,,უნდა იყოს მეტი თანადგომა და სიყვარული, მათ შორის მეც მჭირდება მეტი თანადგომა მოქალაქეების მხრიდან”

უნდა დამთავრდეს სიძულვილი, უნდა იყოს იყოს მეტი თანადგომა და სიყვარული, მათ შორის მეც მჭირდება მეტი თანადგომა მოქალაქეების მხრიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ”ქართული ოცნების” ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელზეც ის პარტიის თავმჯდომარედ აირჩიეს.

კვირიკაშვილის თქმით, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს. მისივე აზრით, ხლა არის შანსი საქართველო გამოვიდეს მოჯადოებული წრიდან და განვითარდეს.

”ახლა გვეძლევა შანსი განვავითაროთ ქვეყანა იმ დონემდე, რომ ჩვენს მოქალაქეებს აღარ ჰქონდეთ ის პრობლემა, რაც დღეს აქვთ, იყოს მეტი სამუშაო ადგილი, შემოსავალი გაეზარდოს ჩვენს ყველა მოქალაქეს. ეს ყველაფერი მიიღწევა მხოლოდ ქვეყნის ერთიანობით. ყველა ადამიანი უნდა გაერთიანდეს. ჩვენ შეგვწევს უნარი, გვაქვს გამოცდილება და კომპეტენცია, რომ ეს ქვეყანა ჭეშმარიტად დემოკრატიულ, თანამედროვე ქვეყნად ვაქციოთ”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,წაიყვანეს ჩემი გოგო” -ევა ბარბაქაძის ოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი – მე დღეს ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მომეცა