გიორგი კვირიკაშვილი – მე დღეს ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მომეცა

kvirikashvili

ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მომეცა მე დღეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, მის გუნდს აქვს იმის პოლიტიკური ნებაც, კომპეტენციაც და გამოცდილებაც, რათა ქვეყანაში შეიქმნას ისეთი პირობები, სადაც მოქალაქეებისთვის ცხოვრება სასიამოვნო იქნება.

„უდიდესი პასუხისმგებლობაა, ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მომეცა მე დღეს იმისთვის, რომ ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად ქვეყანა ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრება მართლაცდა სასიამოვნო იქნება. შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ. შეიქმნება უკეთესი ეკონომიკური განვითარების პირობები, უკეთესი პირობები ბიზნესის კეთებისთვის, მეტი შემოსავალი მიეცემათ და მეტი სამუშაო ადგილი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გაგვაჩნია – პოლიტიკური ნებაც, კომპეტენციაც და გამოცდილებაც. ყველაფერი ამის შედეგად, და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოქალაქეების თანადგომის შედეგად მივაღწევთ ისეთ წარმატებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,უნდა იყოს მეტი თანადგომა და სიყვარული, მათ შორის მეც მჭირდება მეტი თანადგომა მოქალაქეების მხრიდან”
შემდეგი სტატია“მთავარია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია გვქონდეს”