„უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს“ – მიხეილ ჯანელიძე ყიზილაჯლოს ინციდენტზე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე ყიზილაჯლოს ინციდენტს ეხმაურება. მინისტრის თქმით, გამოძიების შედეგებამდე სპეკულაციებსა და ვერსიებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის:

“მინდა, სწრაფი გამოჯანმრთელება ვუსურვო დაჭრილებს. მათი მკურნალობის პროცესი კონტროლქვეშაა, ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა ორივე საავადმყოფოში. ასევე, მიმდინარეობს აქტიურად გამოძიების პროცესი. შს მინისტრმა გააკეთა უკვე განცხადება, ამიტომ ჩვენ უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს და ვიდრე არ გვეცოდინება შედეგები, გარკვეული სპეკულაციებზე და ვერსიებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის”, – განაცხადა ჯანელიძემ.

banner
წინა სტატიაშისაია ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და დროულ გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიაგია ვოლსკი – ყიზილაჯლოში მომხდარზე ყველანაირი წინასწარი ლაპარაკი და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორი იქნება