გია ვოლსკი – ყიზილაჯლოში მომხდარზე ყველანაირი წინასწარი ლაპარაკი და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორი იქნება

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი პოლიტიკურ ჭრილში არ განიხილონ.

როგორც ვოლსკიმ განაცხადა, ინციდენტის თაობაზე ყველანაირი წინასწარი ლაპარაკი, შეფასება და საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა არასწორი იქნება.

„ამიტომ გამოძიებას უნდა დაველოდოთ. ამ საკითხზე სხვა კომენტარი არ მაქვს“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ოთხი პირი დაჭრა. დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში„უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს“ – მიხეილ ჯანელიძე ყიზილაჯლოს ინციდენტზე
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა