საია ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და დროულ გამოძიებას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ყიზილაჯლოში მომხდარის მოტივის დადგენასა და ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს:

„ბუნებრივია, ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ფაქტი, მძიმე შემთხვევა რაც ამ დროისთვის არის დაფიქსირებული წინასაარჩევნო პერიოდში, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. მნიშვნელოვანია, რომ რეაგირება მოხდა ძალიან სწრაფად შს სამინისტროს პირველი პირის დონეზე. მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში თუ ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებზე ყოფილიყო ასევე მყისიერი რეაგირება და პირველი პირების დონეზე იყოს აყვანილი მომხდარი შემთხვევის გამოძიება. უკვე მოვისმინეთ მინისტრის განცხადება, რომ გამოძიება დაწყებულია და კვალიფიკაციაც საზოგადოებისთვის ცნობილია. ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ საკითხში არის დანაშაულის მოტივის მიუკერძოებლად, სრულყოფილად და დროულად გამოძიება და რა თქმა უნდა, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება. ამ ფაქტზე და ყველა სხვა ფაქტზე ველოდებით სახელმწიფოს ჯეროვან რეგიარებას“ განაცხადა საია-ს თავმჯდოიმარემ ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“შეშფოთებული ვართ მარნეულში მომხდარი ინციდენტის გამო” – ლორა ტორნტონი
შემდეგი სტატია„უნდა დაველოდოთ გამოძიების პროცესს“ – მიხეილ ჯანელიძე ყიზილაჯლოს ინციდენტზე