“უნდა დამთავრდეს სასამართლოს ლანძღვა” – ლევან მურუსიძე

არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხევდრა უნდა დაიწყოს ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით სასტუმრო “რედისონში”. პრეზიდენტს და ცალკეული მოსამართლეებისადმი კრიტიკულად განწყობილ არასამთავრობოებს შეხვედრა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შესთავაზა.

ადგილზე იმყოფებიან უკვე იუსტიციის საბჭოს წევრები. მათ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადეს, რომ ელოდებიან იმ შენიშვნების და რეკომენდაციების მოსმენას, რომელიც მათთან აქვთ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების და სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებს.

მათ მიაჩნიათ, რომ საბჭოს მისამართით გამოთქმული შენიშვნები არა არგუმენტირებული და უსაფუძვლოა.

“უნდა დამთავრდეს სასამართლოს ლანძღვა, კრიტიკა გასაგებია, მაგრამ უნდა დავილაპარაკოთ. იდეალური არაფერია, მაგრამ როგორ უნდა შევიტანოთ საბჭოს მუშაობაში კორექტივები, თუ ვერ დავილაპარაკეთ,“ – აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე.

მოსამართლე ლევან თევზაძისთვის გაუგებარი მათი შეხვედრის შეთავაზებაზე უარის თქმის მიზეზი. მისი განმარტებით, ესნათლად მიუთითებს, რომ მათი მიზანია, მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია.

“რა არ მოწონთ, ვინმეს თუ უნდა რომ კონკრეტული მოსამართლე დაინიშნოს და ვერ ინიშნება, ეს მათი პრობლემაა და გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ ზუსტად ამიტომ არის აგორებული ეს ამბები,“ – აღნიშნავს ლევან თევზაძე.

შეხვედრის დაწყებისთანავე იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე წევრები გაავრცელებენ ოფიციალურ განცხადებას.

banner
წინა სტატიაში“პროკურატურა ცდილობს, როგორმე გამოაძვრინოს ბესელია და კობახიძე ამ საქმიდან”
შემდეგი სტატიაე.წ კაბელების საქმეზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა განახლდება