“უნდა ამხილონ და დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით”

უნდა მოხდეს დაგმობა, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით, -ეს განცხადება ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ წმინდა სინოდის სხდომის დაწყებამე, საპატრიარქოსთან გააკეთა. მეუფე პეტრეს განცხადებთ, “ციანიდის საქმეზე” მართლმსაჯულება არ აღსრულებულა.

“მე ვფიქრობ, სასამართლოს სამივე ინსტანციის შემდეგ ე.წ. ციანიდის საქმეზე უნდა მოხდეს უსამართლობის მხილება და ცინიზმი საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოსი, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა და ფაქტობრივად, მართლმსაჯულება არ აღსრულებულა ამ საქმესთან დაკავშირებით. უნდა მოხდეს მხილება ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების უპასუხისმგებლობის, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ე.წ. ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები და ვფიქრობ, უნდა ამხილონ ეს უსჯულოება და ბოროტება და დაიგმოს, რაც ხელისუფლებამ ჩაიდინა ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

banner
წინა სტატიაშილევან გოგიჩაიშვილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოუწოდებს, რომ ლევან მურუსიძე უვადოდ არ დანიშნონ
შემდეგი სტატიაუკრაინის ავტოკეფალიის საკითხი – წმინდა სინოდი წლის ბოლო სხდომას მართავს